22:24 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 17:11:41, 1548 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - უკრაინაში რეჟიმის ცვლილება არ არის რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი

უკრაინაში რეჟიმის ცვლილება არ არის რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიაღწიოს სპეცოპერაციის მიზნებს.

"უკრაინაში რეჟიმის ცვლილება არ არის რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი, რუსეთი მიისწრაფვის იმისკენ, რომ მიაღწიოს სპეცოპერაციის მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ფორმატში". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics