|
2022-11-21 15:07:03, 1610 ნახვა
ომი უკრაინაში
ოსტინი - აშშ უკრაინის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს მანამ, სანამ დასჭირდებათ
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დღემდე, კიევმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 20 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ავრცელებს. ლოიდ ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია ჰქონდეს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი. "ჩვენ უკრაინას 20 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ დასჭირდებათ", - განაცხადა ოსტინმა ინდონეზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე . მინისტრმა ასევე შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალები მიღწეული წარმატებებისთვის და დასძინა, რომ უკრაინული არმიის ამოცანაა მისი ყველა მიწების დეოკუპაცია, ხოლო უკრაინის პარტნიორების ამოცანაა, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მათ. ცნობისთვის, 15 ნოემბერს თეთრმა სახლმა აშშ-ს კონგრესს სთხოვა დაამტკიცოს 37,7 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინის უსაფრთხოებისა და სხვა სახის დახმარების სახით. უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალ პაკეტში შედის რაკეტები HAWK საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ოთხი Avenger საჰაერო თავდაცვის სისტემა, Stinger რაკეტები და დამატებითი HIMARS საბრძოლო მასალა. სხვა საკითხებთან ერთად, ასევე შედის 400 ყუმბარმტყორცნი, დაბრკოლებების გამანადგურებელი აღჭურვილობა და ზამთრის დამცავი აღჭურვილობა.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)