22:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 16:25:20, 1133 ნახვა

მსოფლიო
WP - რუსეთმა ირანთან მიაღწია შეთანხმებას და საკუთარ ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი თვითმფრინავების წარმოებას იწყებს

რუსეთმა ირანთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საკუთარ ტერიტორიაზე ასობით უპილოტო საფრენი თვითმფრინავის წარმოებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას The Washington Post აშშ-ისა და სხვა დასავლური უსაფრთხოების სააგენტოების დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შეთანხმებას რუსმა და ირანელმა ოფიციალურმა პირებმა  ნოემბრის დასაწყისში, ირანში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

The Washington Post-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სამი ოფიციალური პირი ამბობს, რომ რუსეთი და ირანი დიზაინსა და სხვა კომპონენტებზე სწრაფად შეთანხმებას ცდილობენ, რათა წარმოება მომდევნო თვეებში დაიწყოს.

ცნობისთვის, 5 ნოემბერს, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის მტკიცებით, ტრანსფერი რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე განხორციელდა.

უფრო ადრე, საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ "ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და ომის დასრულება სურს" და რომ "თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა".

აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.

19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics