23:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-19 13:21:20, 1979 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრულად განადგურების შედეგი იქნება

ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრულად განადგურების შედეგი იქნება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამორალური კომპრომისები ახალი სისხლის დაღვრის საწინდარი იქნება. 

"უბრალოდ ომის დასრულება მშვიდობის გარანტია არ არის. რუსეთი ახლა მოკლე ვადით შეთანხმებას ცდილობს - რათა ძალების აღსადგენად შეისვენოს. შეიძლება, ამას ვინმემ ომის დასასრულო უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. 

ნებისმიერ გამოთქმულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენულობის დათმობაზე არ შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალი სისხლის დაღვრის საწინდარი იქნება. ნამდვილი, გრძელვადიანი და გულწრფელი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრულად განადგურების შედეგი შეიძლება იყოს". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics