|
2022-11-18 23:14:33, 1284 ნახვა
მსოფლიო
ირანში აქციის მონაწილეებმა რუჰოლა ხომეინის სახლს ცეცხლი წაუკიდეს
მარკაზის პროვინციაში აქციის მონაწილეებმა ისლამური რევოლუციის ლიდერის, რუჰოლა ხომეინის სახლი დაწვეს. ამ რევოლუციის შედეგად ირანში მიღებულ იქნა ისლამური კანონები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ირანის ცხოვრების ყველა ასპექტზე. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ქალაქ ხომეინში, რომელსაც მის პატივსაცემად დაერქვა, შენობის ნაწილს ცეცხლი უკიდია. BBC წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო სააგენტოებმა გადაამოწმეს გავრცელებული ვიდეოები, რეგიონული მთავრობა ინფორმაციას უარყოფს. ქალაქ ხომეინიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხი ტაშს უკრავს სახლში გაჩენილ ხანძარს. Reuters და AFP აღნიშნავენ, რომ მათ გადაამოწმეს ადგილმდებარეობა. ირანის აქტივისტური ქსელი 1500Tasvir კი ამბობს, რომ კადრები ხუთშაბათს არის გადაღებული. საპროტესტო აქციები ქვეყანაში სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ვიცე-პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააკავა. უფლებადამცველების შეფასებით, შეტაკებებს სულ მცირე 342 ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)