|
2022-11-17 12:33:53, 973 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი „ზუგდიდი მოლი“ გაიხსნა
„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში პროექტების განხორციელებას და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით ზუგდიდის ცენტრში სავაჭრო ცენტრი გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 8.5 მილიონი დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 6.1 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სრულად სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ფინანსური დახმარებით ზუგდიდის ცენტრში „ზუგდიდი მოლის“ გახსნა შევძელით, რომლის ფართობიც 15 000 კვ.მ-ია. სავაჭრო ცენტრის შენობა ერთ სართულიანია და საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებს მოიცავს. მოლში წარმოდგენილია, როგორც სურსათისა და სწრაფი კვების სივრცეები, ასევე, ტანსაცმლის, პარფიუმერიის, წიგნების, ტექნიკისა თუ სხვადასხვა სახის მაღაზიები, კერძოდ: „კარფური“, „ვაიკიკი“, „ფლო“, „სუპერი“ „ბიბლუსი“ „ადიდასი“ „ზუმერი“ „მინისო“, „ალტა“”და სხვა. „ზუგდიდი მოლი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია“, - განაცხადა „ბლოქსის“ კომერციულმა დირექტორმა, თეო გეგიაძემ. „საქართველოს ბანკის“ ერთერთ უცვლელ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი რეგიონებში. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ისეთ ბიზნეს, რომელიც მუდამ განვითარებაზე ფიქრობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამხოლოდ ზუგდიდისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, რადგან ეს ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენ კი, წარმატებებს ვუსურვებთ მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)