|
2022-11-17 09:56:05, 906 ნახვა
მსოფლიო
CNN - „რესპუბლიკელები“ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, რაც ბაიდენს მმართველობას გაურთულებს
„რესპუბლიკელებმა“ შუალედური არჩევნების შედეგად წარმომადგენელთა პალატაში 218 მანდატი მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 435-მანდატიან წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტია“, საბოლოო ჯამში, 223 ადგილს მოიპოვებს. ამ დროისთვის დემოკრატები გარანტირებულად 210 ადგილს ფლობენ. "რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი პალატა, რა თქმა უნდა, გაართულებს თეთრი სახლის ცხოვრებას ბაიდენის ვადის დასრულებამდე",- წერს CNN. რაც შეეხება სენატს, აქ უმრავლესობის შენარჩუნება დემოკრატებმა შეძლეს. ამ დროისთვის მათ უკვე 50 ხმა აქვთ. არჩევნების მეორე ტური ჯორჯიის შტატში უნდა გაიმართოს. თუმცა, მის შედეგს ძალთა ბალანსზე გავლენა აღარ ექნება. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის შუალედური არჩევნები 2022 წლის 8 ნოემბერს გაიმართა. კენჭისყრის ბოლოს, დემოკრატები მიიღებენ საკმარის ადგილებს აშშ-ს სენატზე კონტროლის შესანარჩუნებლად. ამასთან, არჩევნების საბოლოო შედეგებით, რომლითაც დადგინდება, ვინ მიიღებს პარტიულ უმრავლესობას აშშ-ს კონგრესის ზედა პალატაში - რესპუბლიკელები თუ დემოკრატები, მხოლოდ დეკემბერში გახდება ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)