23:07 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 23:45:03, 1563 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ - როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკნა, პასუხისმგებელი რუსეთია, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება

როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკნა, პასუხისმგებელი რუსეთია, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ადრიენ უოტსონმა განაცხადა.

მისივე თქმით,პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდ, უკრაინული იყო, თუმცა მომხდარზე პასუხისმგებლობა მაინც რუსეთს ეკისრება.

"როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო დასკვნები, ცხადია, რომ ამ ტრაგიკულ ინციდენტზე საბოლოო პასუხისმგებელი მხარე რუსეთია, რომელმაც უკრაინაში რაკეტები გაუშვა. ისინი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასამიზნებლად იყო განკუთვნილი. უკრაინას ჰქონდა და აქვს საკუთარი თავის დაცვის ყველა უფლება".-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics