|
2022-11-16 10:53:47, 992 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთში აფეთქებასთან კავშირი არ აქვს
პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ ეს მათი რაკეტა არ არის, - ასე შეაფასა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის საზღვართან მომხდარი აფეთქებები. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ჩამოვარდილი რაკეტები რუსული არ იყო, რაც მეტად ადასტურებს, რომ ამას "რუსეთთან კავშირი არ აქვს". "მე პატივი უნდა ვცე რუსეთის პოზიციას, რომელმაც თქვა, რომ ეს არ არის მისი რაკეტა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. რუსეთი ამბობს, რომ მათ ამასთან კავშირი არ აქვთ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს რაკეტები არ არის რუსული, რაც აჩვენებს, რომ ამას რუსეთთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ერდოღანმა G20-ის სამიტზე მონაწილეობის შემდეგ. თურქეთის ლიდერმა ასევე მოითხოვა მომხდარის დეტალური გამოძიება. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)