01:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 22:29:38, 1528 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირმა უკრაინას 8 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნა

ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში სულ მცირე 8 მლრდ დოლარის სამხედრო ტექნიკა გაგზავნეს.- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის შეერთებული შტატების მიერ კიევისთვის მიწოდებული თანხის დაახლოებით 45%.

"ევროკავშირი "განაგრძობს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციას, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში სულ მცირე 8 მლრდ დოლარის სამხედრო ტექნიკა გაგზავნეს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics