|
2022-11-14 09:16:15, 1131 ნახვა
მსოფლიო
ISW - ხერსონის ოლქში დამარცხების შემდეგ, რუსეთი შეტევას დონეცკის რეგიონში გააძლიერებს
რუსეთის შეტევითი ოპერაციები დონეცკის რეგიონში უახლოეს კვირებში გაძლიერდება, რადგან იქ დამატებითი სამხედრო პერსონალი მობილიზდება, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი. ანალიტიკოსების აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსებმა მიაღწიონ დიდ ოპერაციულ პროგრესს, მიუხედავად მათი ძალისხმევისა, თუმცა მათ შესაძლოა საბოლოოდ დაიპყრონ ბახმუტი დიდი მსხვერპლის ფასად. "უკრაინის ძალები რეგიონში იქნება ინტენსიური ზეწოლის ქვეშ და კიევს, დიდი ალბათობით, მოუწევს ჯარების განლაგება რუსული განახლებული შეტევითი ოპერაციებისგან თავის დასაცავად",- წერია ანგარიშში. დონეცკის რეგიონში მოქმედი რუსული ძალები მოიცავს რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილებს, მობილიზებულ სამხედროებს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებს, BARS-ის (რუსეთის მოხალისეთა რეზერვის) ფორმირებებს, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მილიციას, ჯარისკაცებს. რამზან კადიროვის ჩეჩნური ქვედანაყოფებისა და მოხალისეთა ბატალიონებიდან საბრძოლო ძალების ამ ახირებულ კონგლომერატს ექნება მნიშვნელოვნად ნაკლები ეფექტური საბრძოლო ძალა, ვიდრე მსგავსი რაოდენობის რეგულარული ქვედანაყოფების დაჯგუფებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)