|
2022-11-13 14:22:59, 1364 ნახვა
მსოფლიო
ნევადაში და არიზონაში გამარჯვებით სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ
ნევადაში დემოკრატმა სენატორმა, კეტრინ კორტეს მასტომ დაამარცხა რესპუბლიკელი კანდიდატი ადამ ლაქსალტი, სენატში დემოკრატებმა რაოდენობა 50-მდე შეავსეს. კამალა ჰარისის დამატებითი ხმით, 6 დეკემბერს ჩანიშნული ჯორჯიას მეორე ტურის შედეგების მიუხედავად, სენატში უმრაველესობას დემოკრატები ინარჩუნებენ. „ბიბისის“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა კეტრინ კორტეს მასტომ ნევადას შტატის 17 ოლქიდან 16-ში წააგო, თუმცა გაიმარჯვა კლარკის ოლქში, სადაც ნევადას შტატის მოსახლეობის 70%-ი ცხოვრობს. მასტომი აბორტების ლეგალიზაციის და იარაღის კონტროლის მომხრეა. მან მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, 2021 წელს კაპიტოლიუმის შტურმის საქმესთან დაკავშირებით. არიზონაში რესპუბლიკელ ფინანსისტ ბლეიკ მასტერსთან ბრძოლაში მოქმედმა დემოკრატი სენატორმა მარკ კელიმ მოიგო. ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მათ შედეგებს თავისთვის დიდი გამარჯვება უწოდა, თუმცა მთლიანობაში "გარკვეულწილად იმედგაცრუებული". კონგრესის ქვედა და ზედა პალატების განსხვავებული შეფერილობის შემთხვევაში, შემოთავაზებულ ინიციატივებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გართულდება - თუმცა მხარეები, როგორც წესი, ყოველთვის ახერხებდნენ კომპრომისის პოვნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)