|
2022-11-12 13:55:15, 2301 ნახვა
სხვადასხვა
ერდოღანი მთავარ კონკურენტს სტამბოლის მერს ციხით ემუქრება
თურქეთის პროკურატურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შეურაცხყოფის საქმეზე სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დამნაშავედ ცნობას ითხოვს. მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ხელმძღვანელ თანამდებობების დაკავების აკრძალვა ემუქრება. იმამოღლუმ 2019 წლის მარტის არჩევნების შედეგების გაუქმებას „იდიოტიზმი“ უწოდა: შემდეგ მან გაიმარჯვა და მეორე კენჭისყრისას მხოლოდ გაზარდა სხვაობა მმართველი პარტიის წარმომადგენლისგან. თავად პოლიტიკოსი ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და ამბობს, რომ მხოლოდ შსს-ს ხელმძღვანელის მსგავს ბრალდებებს ეხმაურებოდა. „ალაჰმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და მისი ხალხი უბედურებისგან, ადამიანებისგან, რომლებსაც არც სინდისი აქვთ, არც მორალი და არც სამართლიანობა“. იმამოღლუს თანამოაზრეები რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში საქმეს მომავალ წელს თურქეთში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებს უკავშირებენ. ისინი შიშობენ, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცდილობს თავი დააღწიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსს, რომელსაც პრეზიდენტობის პოტენციური ერთიან კანდიდატს უწოდებენ. RPP-ის დეპუტატი გიურზელ თეკინი აფრთხილებს ხელისუფლებას გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ: „ასეთ დროს, როცა თურქეთს აქვს ბევრი უბედურება, ბევრი პრობლემა, ისეთი შემთხვევების წამოწყება, რომლის გაგება და რატომღაც ახსნა შეუძლებელია, ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც შეიძლება თურქეთისთვის მოხდეს. ეკრემ იმამოღლუს საქმის შემდეგი სხდომა 14 დეკემბერს არის ჩანიშნული.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)