22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 16:56:58, 1381 ნახვა

მსოფლიო
მედვედევი ხერსონზე - ნუ აგრძნობინებთ მტერს სიხარულს - ყველაფერი სახლში დაბრუნდება

ტერიტორიული სუვერენიტეტის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა, ყველაფერი სახლში დაბრუნდება,- ასე ეხმიანება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ხერსონიდან ჯარების გაყვანას. 

მისი თქმით, რუსებს არ უნდა დაეწყოთ "ისტერიკა და განგაში", რადგან ყველა ოკუპირებული ტერიტორია საბოლოოდ რუსული იქნება.

"ტერიტორიული სუვერენიტეტის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა. ყველაფერი სახლში დაბრუნდება. რუსეთის ფედერაციის ყველა მზრუნველი ადამიანის შფოთვა სავსებით გასაგებია, მაგრამ ისტერიკა და განგაში - არა. ნუ აგრძნობინებთ მტერს სიხარულს და ხშირად შეახსენეთ მას რუსული სამყაროს სიდიადე და უსასრულობა",- ამბობს მედვედევი. 

ცნობისთვის, გუშინ, 10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს.

იქამდე, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics