|
2022-11-05 14:20:06, 1794 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN: უკრაინაში გამორთეს 1300 Starlink ტერმინალი დაფინანსების არარსებობის გამო
24 ოქტომბერს უკრაინაში დაფინანსების არარსებობის გამო Starlink-ის გლობალური სატელიტური სისტემის 1300 ტერმინალი გაითიშა. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არხის ცნობით, SpaceX ყოველ ტერმინალზე თვეში 2500 დოლარს იხდიდა, რის შედეგადაც უკრაინას სექტემბერში დაახლოებით 20 მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სთხოვა დიდ ბრიტანეთს 3,25 მილიონი დოლარი გადაეხადა Starlink-ის სარგებლობისთვის, მაგრამ ბრიტანელებმა უარი თქვეს, იმ მოტივით, რომ დაფინანსების უფრო მაღალი პრიორიტეტებია. „ჩვენ ვინარჩუნებთ უამრავ ტერმინალს, რომლებსაც პირდაპირი ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს უკრაინელი სამხედროებისთვის რუსეთის შემოჭრის მოგერიებისთვის. ჩვენ განვიხილავთ და ვანიჭებთ პრიორიტეტს ყველა ახალ მოთხოვნას იმ მხრივ, თუ რა გავლენას მოახდენს შემოწირულობები უკრაინის მხარდაჭერაზე პუტინის შემოჭრისგან თავისი ხალხის დასაცავად“, - განუცხადა CNN-ს ბრიტანელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საერთო ჯამში, უკრაინაში Starlink-ის 20 ათასზე მეტი ტერმინალი მუშაობს. მათგან დაახლოებით 15000 შეიძინა აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა - ისინი ასევე აფინანსებენ მათ გამოყენებას. ოქტომბრის დასაწყისში SpaceX-ის დამფუძნებელმა ელონ მასკმა გამოაცხადა, რომ Starlink-ის სერვისები და ტერმინალები მხოლოდ ნაწილობრივ იყო გადახდილი, რამაც SpaceX-მა დაახლოებით 80 მილიონი დოლარი დაკარგა. კომპანიამ სთხოვა პენტაგონს დაეკისრა დაფინანსება და აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა კომპენსაციის გარეშე. თუმცა მასკმა მოგვიანებით დაწერა: „ჯანდაბა... მიუხედავად იმისა, რომ Starlink კვლავ კარგავს ფულს, მაშინ როცა სხვა კომპანიები მილიარდობით დოლარს შოულობენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ დაფინანსებას“.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)