04:41 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 23:17:55, 1826 ნახვა

ომი უკრაინაში
ბერბოკი - G7-ის ქვეყნები უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარებიან

G7-ის ქვეყნები უკრაინას ზამთრის გადატანაში დაეხმარებიან. - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი შვიდეული პუტინს უკრაინისა და საერთაშორისო ერთიანობის დაშლის უფლებას არ მისცემს.

"დიდი შვიდეულის ქვეყნები უკრაინის ზამთრისთვის მომზადებას ერთად ვიწყებთ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უამრავი ადამიანი - მოხუცები, ბავშვები, მოზარდები, ოჯახები - მომავალ ზამთრის თვეებში რუსეთის პრეზიდენტის სისასტიკის გამო შიმშილით, ან სიცივით დაიღუპონ. დიდი შვიდეული პუტინს უკრაინისა და საერთაშორისო ერთიანობის დაშლის უფლებას არ მისცემს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics