23:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 17:38:56, 1039 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი რუსეთის საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს

პოლონეთი რუსეთის კალინინგრადის საზღვარზე ღობეს ააშენებს. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დროებითი 2,5 მეტრის (8 ფუტი) სიმაღლისა და 3 მეტრის სიღრმის ბარიერის მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება.

ბლაშჩაკმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ანკლავი არალეგალური მიგრაციის გამტარი შეიძლება გახდეს და მისი თქმით, სწორედ ამიტომ, კალინინგრადის მავთულის ბარიერი პოლონეთის მიერ ბელარუსის საზღვართან გაკეთებული ბარიერის მსგავსი იქნება.

ცნობისთვის, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე ბარიერი მიგრანტების გამო დაპირისპირების შემდეგ ააშენა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics