05:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 08:55:52, 1600 ნახვა

ომი უკრაინაში
თურქეთი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს მას შემდეგ გააგრძელებს, რაც რუსეთი შეთანხმებიდან გამოვა

თურქეთის დროშის ქვეშ მყოფი გემები გააგრძელებენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს რუსეთის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სტამბოლმა ამის შესახებ უკრაინასთან და რუსეთთანაც ისაუბრა. მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ მიწოდებულ ინფორმაციას მის ხელმძღვანელობას გადასცემდა.

“მიგვაჩნია, რომ ხელმოწერილი შეთანხმება ყველა მხარისთვის მომგებიანია და მისი დარღვევა თითოეული მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს. გვინდა გავაგრძელოთ მარცვლეულის ტრანსპორტირება და ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ.

ჩვენ შევახსენეთ ჩვენს თანამოსაუბრეებს, რომ არ შეიძლება გასვლა (შეთანხმებიდან). მოძრაობა ამ მიმართულებით გრძელდება. ჩვენ ვაფასებთ არსებულ მონაცემებს, რომ შეთანხმება გაგრძელდება", - აღნიშნა აკარმა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics