|
2022-11-01 17:32:04, 2156 ნახვა
ომი უკრაინაში
CNN - ირანი ემზადება, რომ რუსეთს დამატებით 1 000 იარაღი და დრონები გაუგზავნოს
ირანი ემზადება, რომ რუსეთს დაახლოებით 1 000 დამატებითი იარაღი, მათ შორის მცირე დისტანციის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუგზავნოს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალი შესაძლო გადაზიდვა ნიშნავს რუსეთის ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას. ამასთან უცნობი რჩება ზუსტი დრო, თუ როდის ჩავა იარაღი რუსეთში. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ირანმა რუსეთის ფედერაციას თავისი 1000 თვითმფრინავი მიჰყიდა. თავად ირანი რუსეთისთვს დრონების მიყიდვას უარყოფს. თუმცა დასავლეთსა და აშშ-ში ამბობენ, რომ უკრაინაში მათი გამოყენების მტკიცებულებები არსებობს. 11 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანმა რუსეთშ 2400 კამიკაძე დრონი. ამასთან, მოგვიანებით, Reuters-მა დაწერა, რომ ირანის ხელისუფლება დათანხმდა რუსეთის ფედერაციას ბალისტიკური რაკეტების და სხვა დრონების გადაცემაზე. 20 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დამპყრობლები ირანელი ინსტრუქტორები ოკუპანტებს დრონების გამოყენებას ასწავლიდნენ. 28 ოქტომბერს კი უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ ირანული წარმოშობის 300-ზე მეტი კამიკაძე დრონი გაანადგურეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)