|
2022-11-01 12:37:45, 1584 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა ResponsAbility Investments AG-გან 8 მილიონი ევრო მოიზიდა
ბაზისბანკსა და ResponsAbility Innvestment AG-ს შორის 8 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა. შემდეგი 3 წლის განმავლობაში, საკრედიტო სახსრები მიმართული იქნება საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად. ბაზისბანკისა და ResponsAbility-ის თანამშრომლობა, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიმართულებით, 2018 წლიდან გრძელდება. მიმდინარე პროექტი რიგით მეოთხეა და მისი მიზანია, კიდევ მეტი რესურსი მიემართოს ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტების მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დასაფინანსებლად. ბაზისბანკის, ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას სწორედ მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს. ბანკი, ბაზარზე, ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც მას სასურველ და ეფექტურ პარტნიორად აქცევს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ResponsAbility Investments AG-ის შესახებ პოზიტიურ ეკონომიკურ და სოციალურ ძვრებზე ორიენტირებული საინვესტიციო ფონდია, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს და კონცენტრირებულია კერძო სავალო საშუალებებისა და კერძო კაპიტალდაბანდებების მართვაზე. დაფუძნების დღიდან დღემდე, ფონდმა 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და გამოირჩევა ჯანსაღი და ეფექტური საინვესტიციო პორტფელით. ბაზისბანკის შესახებ ბაზისბანკის ჰოლდინგი, ბაზარზე 29 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, სოლიდური უნივერსალური საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მაღალი ხარისხის ფინანსურ მომსახურებას უწევს როგორც საცალო, ასევე მსხვილ და საშუალო ბიზნესს, ჯგუფი მოიცავს სადაზღვევო და სალიზინგო მიმართულებებს. 2022 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)