|
2022-11-01 08:59:09, 1588 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის თავზე უკვე 4500 რაკეტა გაისროლა
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 4500 რაკეტა გაისროლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის შეხვედრის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რაკეტების გაშვებაში მონაწილე ყველა პირი პასუხისმგებას მიეცემა. „რუსული 4500 რაკეტიდან თითოეულზე არის არაადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ რაკეტებით მიყენებულ სიკვდილსა და ზარალზე. რუსი ჯალათების მსხვერპლთა ყოველი მასობრივი დაკრძალვის მიღმა არსებობენ არაადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ მკვლელობებზე. რუსული აგრესიის ყველა გამოვლინებაზე არიან ისეთებიც, ვინც დაგეგმეს, მოაწყო, გაამართლა და არ შეუშალა ხელი მის დასრულებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უცხოელი იურისტები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში, რომელიც დამნაშავე რუსი სამხედროების დევნასა და აქტივების კონფისკაციას მოახდენს. "გთავაზობთ, შეუერთდეთ ამ საქმეს. ეს არის შესაძლებლობა, რაც შეიძლება კონკრეტულად დაეხმაროთ ადამიანებს, რომლებიც ამ ომის მსხვერპლნი გახდნენ", - დასძინა მან. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. უმეტესწილად, რაკეტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იყო გასროლილი. აღნიშნულია, რომ უკრაინაზე ეს სარაკეტო შეტევა რუსეთის ფედერაციას 400-600 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს არის ისეთი ქალაქების წლიური ბიუჯეტი, როგორიცაა ნოვოსიბირსკი ან ეკატერინბურგი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)