19:43 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 11:39:55, 1438 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს, დავეხმაროთ მაქსიმალურად, - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა იწყება.

პრემიერის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით.

მთავრობის მეთაურმა რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა კახეთის რეგიონში.

„პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მლნ ლარს დაახლოებით და ამის თაობაზე ბატონი ოთარი მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ექტორში და განსაკუთრებით სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანია ამ სექტორში ჩართული და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგოც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ. მინდა ვთქვა ასევე, რომ რთველი წარმატებით დასრულდა, დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა, რომ იტყვიან კახეთის რეგიონში და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მან წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics