05:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-30 12:13:07, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
ბაიდენი მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებაზე - ეს სრულიად აღმაშფოთებელია და გამოიწვევს შიმშილის გაზრდას

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ მარცვლეულის მიწოდების ხელშეკრულების შეწყვეტას "აღმაშფოთებელი" უწოდა.

მისი თქმით,  რუსეთს არ ჰქონდა არანაირი საბაბი, რომ ასე მოქცეულიყო. 

"ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, ეს გამოიწვევს შიმშილის გაზრდას. არ არსებობს მიზეზი, რომ მათ ასე მოიქცნენ", - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. 

თავის მხრივ, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ადრიენ უოტსონი, რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ „საკვების იარაღად გამოყენების საბაბად მიიჩნევს“. 

მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი „პირდაპირ აისახება გაჭირვებულ ქვეყნებზე და სურსათის მსოფლიო ფასებზე“, ასევე „აუარესებს ვითარებას ჰუმანიტარულ კრიზისთან და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics