|
2022-10-29 16:35:34, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 52 ჯარისკაცი დაიბრუნა
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა გამართეს. 52 უკრაინელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის თქმით, უკრაინამ მტრის ტყვეობიდან გაათავისუფლა ეროვნული გვარდიის 12 ჯარისკაცი, მათ შორის ორი "აზოვის" ჯარისკაცი, 18 სამხედრო საზღვაო ძალების სამხედრო მოსამსახურე, 8 მესაზღვრე, 9 თავდაცვის ჯარისკაცი, უკრაინის შეიარაღებული ძალების 3 ჯარისკაცი და 2 მშვიდობიანი მოქალაქე. „აზოვსტალის დამცველები, მარიუპოლის დამცველები და ვინც ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა სახლში ბრუნდებიან. ჩვენ მოვახერხეთ ტყვეობიდან დაგვეხსან აზოვსტალში მყოფი მარიუპოლის სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგიული განყოფილების უფროსი და 65-ე სამხედრო ჰოსპიტალის ახალგაზრდა სამხედრო ქირურგი. ჩვენ ვაბრუნებთ საზღვაო ქვეითს, რომლის მეუღლეც ახლახან წავიდა ტყვეობიდან, და მოხალისე მარიუპოლიდან სიმბოლური გვარით "მოსკვა", ასევე მეზღვაური ზმეინის კუნძულიდან",- განაცხადა ერმაკმა. მისივე თქმით, სახლში ბრუნდებიან ასევე ჩერნობილის ზონაში ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცები შეგახსენებთ, რომ დღეს, 29 ოქტომბერს, "DPR"-ის ე.წ. ხელმძღვანელმა დენის პუშლინმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები 50-50 ფორმულით გაცვალეს .
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)