|
2022-10-28 12:23:10, 1249 ნახვა
სამართალი
დარჩება თუ არა გიორგი მამალაძე პატიმრობაში? - სტრასბურგი გადაწყვეტილებას 3 ნოემბერს გამოაცხადებს
3 ნოემბერს ევროსასამართლო გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დილის 10:00 საათზე გახდება ცნობილი დატოვებს თუ არა ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი საპატიმროს. გიორგი მამალაძემ ევროსასამართლოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართვა. სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს სამი წელი განიხილავდა. გადაწყვეტილება, რომელიც ევროსასამართლომ 3 ნოემბერს უნდა გამოაცხადოს, 3 თვის განმავლობაში სტრასბურგში დარჩება, კიდევ ერთხელ გადაიხედება და საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრთა კომიტეტი მიიღებს. "სასამართლო უპასუხებს ჩვენს პრეტენზიებს სამი ძირითადი მიმართულებით. მთელი პროცედურის განმავლობაში გიორგი მამალაძე აცხადებდა, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთვნოდა და სამივე ინსტანცია ამ საკითხს ეხებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო. ამდენად, ეს არის პირველი საკითხი, რომელზეც არის საჩივარში მსჯელობა. მეორე, ეს არის დახურული სხდომების ჩატარება, იმიტომ, რომ მთელი პროცედურა მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა. ამდენად, საკითხი უკავშირდება იმას, დახურულად ჩატარება სხდომების იყო თუ არა მკაცრად აუცილებელი მოცემულ საქმეში იმ მითითებული პირობების გამო, რომლებიც ჰქონდა საუბარი საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაციის დროს ევროპულ სასამართლოსთან. მესამე ძირითადი შეკითხვა მდგომარეობს იმაში და პრეტენზია ჩვენი საჩივარში, მომჩივნის უდანაშაულობის პრეზუმციას ეხება. კერძოდ, იმ განცხადებების გამო, რომელიც გაკეთდა დაპატიმრების შემდეგ ოფიციალური განცხადებების გამო სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ", - განაცხადა დეკანოზის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა. შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ედება "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა".
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)