|
2022-10-28 11:24:22, 1695 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის BOG sCoolApp უკვე ხელმისაწვდომია
„საქართველოს ბანკმა“ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შექმნა. BOG sCoolApp არის პირველი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის, რომელიც მთლიანად მათ ინტერესებსა და საჭიროებებზეა მორგებული. საწყის ეტაპზე პლატფორმას ექნება ანგარიშის მართვის პანელი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ sCool Card-ზე ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული. ასევე, დამოუკიდებლად შეივსონ მობილური ბალანსი და ახლობლებთან თანხის გადარიცხვა განსხვავებული, სახალისო გზით განახორციელონ. ამასთანავე, მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგან. მომდევნო ეტაპზე, პლატფორმას დაემატება ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა მიზნის დასახვა, თანხის დაგროვების სწავლა, საკუთარი ფინანსების კონტროლი და მშობლისთვის თანხის თხოვნა. ამ ყველაფერთან ერთად, მოსწავლეები მუდმივად მიიღებენ სხვადასხვა სახალისო დავალებებს და წახალისებას. სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილი საბანკო აპლიკაცია საქართველოში პირველია და ის შემდეგ ინტერესებს აერთიანებს: გართობა, განათლება, სოციალიზაცია და გეიმინგი. „გადავწყვიტეთ ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის სრულიად ახალი პროდუქტი შეგვექმნა. ამისთვის კიდევ უფრო კარგად შევისწავლეთ თუ რა უყვართ, რა ინტერესები და საჭიროებები აქვთ მათ. აპლიკაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მოსწავლეების განათლებაზე. ახალ პლატფორმას აქვს ფინანსური განათლების ისეთი ელემენტები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, გაითავისონ ფინანსების მართვის მნიშვნელობა და დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ახალი იდეის გაჩენიდან, „საქართველოს ბანკის“ გუნდთან ერთად, მოსწავლეები ჩართული არიან აპლიკაციის შექმნისა და განვითარების ყველა ეტაპზე, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს მათ სურვილებსა და ინტერესებს. მოზარდები მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ახალი ფუნქციების დამატების პროცესში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ. აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://scoolapp.ge/6bFF
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)