|
2022-10-26 10:36:59, 1752 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - რუსები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, რადგან ყველა ხიდი უკრაინის კონტროლის ქვეშაა
რუსი დამპყრობლები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, რადგან დნეპრის ყველა ხიდი უკრაინის ჯარების სახანძრო კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრისმა, ოლექსი რეზნიკოვმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსი ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია. ”მე არ მჯერა, რომ რუსები შეძლებენ ქუჩაში ბრძოლას. რადგან ეს არ არის მათთვის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნეპერზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა დარჩენა ხერსონში, რადგან მაშინ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას "როგორც იზუმში", - განაცხადა რეზნიკოვმა. რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უკვე მესამე ეტაპზეა. "ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი გათავისუფლება. ომის პირველი ეტაპი იყო რუსული არმიის შეჩერება. მეორეზე კი მათ მოახერხეს სიტუაციის სტაბილიზაცია ფრონტის მთელ ხაზზე",- ამბობს რეზნიკოვი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)