|
2022-10-26 10:52:29, 1073 ნახვა
მსოფლიო
მარგარიტა სიმონიანი - სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს
სომხეთში ჩასვლა ამიკრძალეს,- ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი, სამთავრობო ტელეარხი Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი საკუთარ Telegram-ზე წერს. სიმონიანი გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო დუმაში დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტის ზატულინის ამბავს, რომლის ვიზიტიც სომხეთში "არასასურველად" მიიჩნიეს. „კონსტანტინ ზატულინს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა სომხეთს მხარს, სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა სომხეთში შესვლა აუკრძალა. სხვათა შორის, მეც”,- წერს სიმონიანი. აღსანიშნავია, რომ სიმონიანისთვის დაწესებული აკრძალვის შესახებ სომხეთის მთავრობას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, 25 ოქტომბერს ზატულინმა გამოაქვეყნა სომხეთის პარლამენტისგან მიღებული წერილი, რომლის მიხედვითაც, მისი ბოლო განცხადებები ერევნისა და მოსკოვის მეგობრული და სამოკავშირო ურთიერთობის განვითარებას ზიანს აყენებს და მისი სომხეთში ჩასვლა არაა სასურველი. ზატულინი ბოლო პერიოდში სომხეთის მთავრობას აქტიურად აკრიტიკებდა. ზატულინი ახლო მომავალში ერევანში ჩასვლას და ლაზარევის კლუბის შეხვედრაში მონაწილეობას აპირებდა. ეს არის სომხეთისა და რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)