06:47 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 18:23:37, 1376 ნახვა

ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა, მათი საბრძოლო მასალა იწურება

რუსეთის ფედერაციას არ აქვს საჰაერო უპირატესობა და მისი საბრძოლო მასალა იწურება. - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს.

მათივე თქმით, რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალი რისკის მქონე საბრძოლო მისიების შესრულებას.

"რუსეთს ფრონტის ხაზზე კონტროლის გასაძლიერებლად საჰაერო უპირატესობის შენარჩუნება არ შეუძლია, მისი საარტილერიო საბრძოლო მასალა იწურება.რუსეთის სარდლობა, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად მიმართავს მაღალი რისკის მქონე საბრძოლო მისიების შესრულებას, ჯარების მჭიდრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics