|
2022-10-25 09:31:40, 2561 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს, მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის
უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს მეორე არმიას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა, უკრაინელი ხალხი საკუთარ მიწას ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებს. "დღეს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ზუსტად 8 თვე გავიდა. რას მივაღწიეთ ამ დროის განმავლობაში? ჩვენ დავიცავით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და რუსეთი ამას უკვე ვერ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინის მიწას", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, ომმა რუსეთის პოზიციები მკვეთრად შეასუსტა და ახლა ის "აღარ არის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ვინმეს რამე უკარნახოს". "ახლა რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, რაღაცის გამოწურვას ცდილობს დასავლეთისგან, იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის. მსოფლიო ხედავს ამას. იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა; იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა; იყო პოლიტიკური წონა – ახლა მუდმივად მზარდი იზოლაციაა; იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. ეს კონფიგურაციების მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევრაზიის ნაწილში. რაც უფრო მეტად დაკარგავს რუსეთი პოტენციალს, მით უფრო მეტად მიიღებენ რეალურ თავისუფლებას ერები, როგორც რუსეთის გვერდით, ასევე მის საზღვრებში“, - აცხადებს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)