|
2022-10-24 17:28:24, 1081 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გახდება
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერად რიში სუნაკი აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მალე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება. რიში სუნაკმა თემთა პალატაში კონსერვატიული დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. მისმა კონკურენტმა, თავდაცვის ყოფილმა მდივანმა და თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდაუნტმა ვერ მიიღო საჭირო 100 ხმა, რის შემდეგაც გამოაცხადა, რომ ის „რბოლას ტოვებს“. გარდა ამისა, კონსერვატიულმა ხელმძღვანელობამ უკვე დაადასტურა, რომ ის რჩება პარტიის ლიდერის ერთადერთ კანდიდატად და შესაბამისად, ის ავტომატურად გახდება დიდი ბრიტანეთის მომდევნო პრემიერი. მეფე ჩარლზ III, სავარაუდოდ, მას ამ კვირაში დანიშნავს მთავრობის მეთაურად. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება 20 ოქტომბერს გააკეთა. როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“. ამასთან პრემიერობისთვის იბრძოდა, ბრიტანეთის ტოფილი პრემიერი-მინისტრი ბორის ჯონსონიც, რომელმაც კენჭისყრაზე საბოლოოდ უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)