|
2022-10-23 15:15:46, 1581 ნახვა
სამართალი
მურუსიძე - 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები
ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღალვა და მისი დისკრედიტაცია, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა. მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რატომ გადაწყვიტა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრად საკუთარი კანდიდატურის დაყენება. "ისინი არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ჩემი პიროვნებით და ჩემი პიროვნების გამოყენებით ხდებოდა მთელი სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ სასამართლოს მოვაშორო ეს ტვირთი. მურუსიძე, როგორც გვარი ხულიგანი, რომელიც განაზოგადეს და დღეს ყველას ჰქვია ხულიგანი, მურუსიძეც საქართველოში დაამკვიდრეს, რომ ეს არის უარყოფითი და თუ ვინმეს გააკრიტიკებდნენ, ის გამოვიდოდა და იტყოდა - ჩემთან რა გინდათ, აგერ, მურუსიძე არის ჩემზე უარესი... შუა საუკუნეებში ცეცხლზე წვავდნენ ერეტიკოსებს და ეს ხდებოდა ქრისტეს სახელით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამას აკეთებდა, ქრისტე არ სწამდა რეალურად. დღეს ხდება რა, უბრალოდ მაგათ არ აქვთ ამის საშუალება და 21-ე საუკუნეა, თორემ ცეცხლზე დაგვწვავდნენ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები", - განაცხადა მურუსიძემ. მისივე თქმით, სასამართლო სისტემას, არსებული დაძაბულობის ფონზე, წახალისება სჭირდება. "ვინც ჩამოდის ქვეყანაში უცხოელი იქნება თუ შინაური იქნება, როდესაც საუბრობს კლანზე და ასახელებს კონკრეტულად ჩემს სახელს და გვარს, არავინ მოსულა ჩემთან და არ უკითხავს - ბ-ნო ლევან, ეს არასამათავრობო სექტორი, რომელიც თქვენზე იძახის, რომ თქვენ ხართ კლანი და შესაბამისად, პრეტენზიებს გიყენებთ, ამ პრეტენზიებზე რა შეგიძლიათ უპასუხოთ? თუ ვინმე მართლა დახმარებია სასამართლო სისტემას, ერთადერთი ქვეყანა მახსოვს, ეს იყო გერმანია. არა მგონია, სქართველოში ვინმე ჩემზე პროამერიკული ადამიანი იყოს. ადამიანი უნდა წაახალისო. სასამართლო სისტემასაც ამ დაძაბულობის ფონზე, სჭირდება წახალისება. ხომ არ შეიძლება სულ ლანძღვა-გინება იყოს", - აღნიშნა მურუსიძემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გიორგი გოგინაშვილმა და გოჩა აბუსერიძემ კონფერენციას თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართეს. საბჭომ ერთ ვაკანტურ ადგილზე დიმიტრი გვრიტიშვილი დაასახელა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილზე ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)