|
2022-10-22 10:31:11, 1127 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია გაეროს მოუწოდებენ, გამოიძიოს რუსეთის მიერ ირანული დრონების გამოყენების საკითხი
ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია მოუწოდებენ გაეროს, გამოიძიოს ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ირანული დრონები უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენა. სამი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილ წერილში, მხარეებმა მხარი დაუჭირა გამოძიებას დრონების შესახებ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დიპლომატია საუკეთესო გზაა თეირანის ბირთვული პროგრამის დასაკავებლად, მაგრამ 2015 წლის შეთანხმების აღორძინების შანსს „ამ მომენტში“ ვერ ხედავს, რადგან ირანი წამოაყენებს „გარეშე“ საკითხებს. „შეთანხმებით თუ მის გარეშე, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ირანის ქმედებებთან, ირანის აგრესიასთან, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში თუ მის ფარგლებს გარეთ“, - თქვა მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კატრინ კოლონასთან გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა გამოიყენა ირანული წარმოების შაჰედ-136-ის დრონები, თუმცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)