|
2022-10-21 13:21:19, 1067 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო - ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და ომის დასრულება სურს
თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა. მინისტრმა უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ ირანმა მოსკოვს უპილოტო თვითმფრინავები მიაწოდა. "ირანი არ უგზავნის იარაღს უკრაინაში მეომარ მხარეებს და ომის დასრულება სურს. თეირანის პოლიტიკა უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა", - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, როგორც ამას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო "ტვიტერზე" წერს. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა ცდილობს, საომარი მოქმედებები უკრაინაში დიპლომატიური გზით შეაჩეროს. ცნობისთვის, ირანმა რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების მიწოდება, საპირისპირო მტკიცებულებების ფონზე, არაერთხელ უარყო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ "ირანი აგრძელებს ტყუილს, თუმცა მსოფლიომ იცის, რუსეთი მის დრონებს მოსახლეობაზე თავდასხმისთვის იყენებს". პრაისის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭო 2231 რეზოლუციას არღვევს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)