|
2022-10-19 17:58:06, 1379 ნახვა
მსოფლიო
თავდაცვის მინისტრი - ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის
ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის, მაგრამ შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა მას შემდეგ, რაც უკრაინამ თქვა, რომ ისრაელს, საჰაერო თავდაცვის სისტემების - როგორიცაა რკინის გუმბათი - შესაძენად, ოფიციალურ ნოტას წარუდგენდნენ. ბენი განცმა ასეთი ნაბიჯი გამორიცხა. „ისრაელი ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას ჰუმანიტარული დახმარებით, სიცოცხლის გადარჩენის სისტემებითა და თავდაცვითი აღჭურვილობით, თუმცა მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე. დახმარების გაფართოებისა და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდების ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მათ მონაცემებისთვის, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, დაგვეხმაროს ისეთი ჭკვიანი განგაშის სისტემის მშენებლობასა და მიწოდებაში, როგორიც არის ისრაელში საჰაერო და სხვა საფრთხეების წინააღმდეგ. ასეთ სისტემას ექნება უპირატესობა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა ბენი განცმა. შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გუშინ განაცხადა, რომ უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას სთხოვს და ოფიციალურ ნოტას უგზავნის. კულებას თქმით, ისრაელს დიდი ხანია მოუწოდებენ, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის გაიხნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)