|
2022-10-18 18:01:40, 1512 ნახვა
მსოფლიო
უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას ოფიციალურად სთხოვს
უკრაინა ისრაელს საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას სთხოვს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კულებამ აღნიშნა, ისრაელისთვის ოფიციალური ნოტა გაიგზავნება. „დღეს უკრაინა გაუგზავნის ოფიციალურ ნოტას ისრაელის მთავრობას თხოვნით, სასწრაფოდ მიაწოდოს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და დაიწყოს მაღალი ხარისხის თანამშრომლობა უკრაინის მიერ შესაბამისი ტექნოლოგიების შეძენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კულებამ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა ისრაელს დიდი ხანია მოუწოდებს, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის გაიხნას. "ჩვენ დიდი ხანია დაჟინებით მოვუწოდებთ ისრაელს, გახსნილიყო უკრაინასთან საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვერ ვხედავთ რამე ობიექტურ მიზეზებს, თუ რატომ არ უნდა მოხდეს ეს, მაგრამ ეს არ ხდება. თქვენ იცით, რომ ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის. მას შემდეგ, რაც ირანი არსებითად გახდა უშუალო თანამონაწილე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის, ვფიქრობ, ისრაელში ნებისმიერს, ვინც ჯერ კიდევ ყოყმანობს, დაეხმაროს უკრაინას თუ არა, ეს ყოყმანი უნდა შეწყვიტოს", - აღნიშნა კულებამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)