09:00 - 26 May, 2026
|
2022-10-18 13:46:49, 1702 ნახვა
ომი უკრაინაში
ლიმანში პოლიციამ რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული ხუთი ბავშვის ცხედარი აღმოაჩინა
დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ლიმანში სამართალდამცავებმა რუსული დაბომბვის დროს დაღუპული 5 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყველა არასრულწლოვანი რუსული დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანით დაიღუპა. "პოლიციამ საფლავებიდან 2021, 2019 და 2008 წლებში დაბადებული გოგონები, 2011 და 2012 წლებში დაბადებული ბიჭები ამოიღო. ორი ყველაზე პატარა გოგონა დები არიან. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ ბავშვებს ხელახლა დაკრძალავენ", - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბრის მდგომარეობით, დონეცკის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე 43 მასობრივი საფლავია გამოვლენილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)