|
2022-10-18 12:35:48, 1388 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანიდან დრონები მიიღო - გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას
შეერთებული შტატები გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებობს ვრცელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ირანულ უპილოტო თვითმფრინავებს უკრაინაში სამხედრო და სამოქალაქო სამიზნეების დასამიზნებლად იყენებს. თუმცა ჟან-პიერის განცხადებით, თეთრი სახლის მიერ მიღებული ზომები გაართულებს ირანისთვის ამ იარაღის რუსეთისთვის მიყიდვას. „ჩვენ გავაგრძელებთ აშშ-ს სანქციების ენერგიულ აღსრულებას როგორც რუსეთის, ისე ირანული იარაღის ვაჭრობის წინააღმდეგ- აი, რას გავაკეთებთ ამიერიდან - გავართულებთ ირანისთვის ამ იარაღის რუსეთში მიყიდვას. ჩვენ ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ მსოფლიოში რეგიონი ირანული საფრთხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ჟან-პიერმა და დასძინა, რომ აშშ დარჩება უკრაინის ხალხის გვერდით იმდენხანს, რამდენიც დასჭირდება. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთმა ირანიდან დრონები მიიღო და რომ რუსი ოპერატორები აგრძელებენ ტრენინგს ირანში ამ სისტემების გამოყენების შესახებ. „ჩვენ ასევე საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანიდან დრონები მიიღო, რომ ეს იყო რუსეთის გეგმის ნაწილი, შეეტანა სხვადასხვა ტიპის ასობით ირანული უპილოტო საფრენი აპარატი და რომ რუსი ოპერატორები აგრძელებენ ტრენინგს ირანში ამ სისტემების გამოყენების შესახებ. ასე რომ, არსებობს ვრცელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი იყენებს მათ სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე”, - დასძინა ჟან-პიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)