|
2022-10-18 10:57:37, 1403 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
რუსეთში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 13 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, ალექსეი კუზნეცოვზე დაყრდნობით ავრცელებს. კუზნეცოვის განცხადებით, გარდაცვლილთა შორის 3 მოზარდია. 4 დაშავებული კრასნოდარის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი, უკიდურესად მძიმე. "დაზარალებულებს უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. დაზარალებულთა დახმარების გაწევა ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ მურაშკოს პირადი კონტროლის ქვეშაა", - განაცხადა კუზნეცოვმა. სამძებრო სამუშაოების დროს, მაშველებმა 68 ადამიანის გადარჩენა, 360-ზე მეტის კი ევაკუაცია მოახერხეს. შეგახსენებთ, რუსული სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს, დაახლოებით, 18:20 საათზე კრასნოდარის მხარეში, ქალაქ იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სიახლოვეს ჩამოვარდა. ავარიის შემდეგ, თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა, ხანძარი გავრცელდა მაღალსართულიან შენობაში, რომელშიც 556 ადამიანი ცხოვრობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)