|
2022-10-17 21:29:13, 1632 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა გაიმარჯვებს და ყველა რუს ტერორისტს გაასამართლებს
ტერორი დამარცხდება, უკრაინა გაიმარჯვებს და ყველა რუს ტერორისტს გაასამართლებს. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, კიევში საცხოვრებელ სახლზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უკვე 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც შვილს ელოდნენ. "როგორც ჩანს, ჩვენი დღევანდელი მტერი საკუთარ ბოროტებაში აერთიანებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყველა წინა მტერს. ისინი თავხედრუად მოქმედებენ - კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებს, უტევენ სახლებსა და ინფრასტრუქტურას. კიევში საცხოვრებელ სახლზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უკვე 4 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არის ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც შვილს ელოდნენ. სამძებრო-სამაშველო სამშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ტერორმა უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდეც, უკრაინა გაიმარჯვებს და ყველა რუს ტერორისტს გაასამართლებს - მეთაურებსა და იმ რიგითებს, რომლებიც უკანონო ბრძნაბას ასრულებდნენ". - ნათავამია განცხადებაში. შეგახსნებეთ, რომ ოკუპანტებმა დღეს კიევი ე.წ. კამიკაძე დრონებით დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)