|
2022-10-17 16:11:11, 1189 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი - ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს კიევის რეჟიმს, ეს უგუნური ნაბიჯია
ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს კიევის რეჟიმს. - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს ძალიან უგუნური ნაბიჯია. "როგორც ჩანს, ისრაელი აპირებს იარაღი მიაწოდოს კიევის რეჟიმს. ეს ძალიან უგუნური ნაბიჯია. ის გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენ ქვეყნებს შორის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერს დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)