10:08 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-16 11:35:12, 1598 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით

ყოველდღიურად ვანადგურებთ მტრის სამხედრო შენაერთებს, იარაღის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებს. - ამის შესახბე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით.

"ჩვენი არმია მედგრად იბრძვის. ყოველდღიურად ვანადგურებთ მტრის სამხედრო შენაერთებს, იარაღის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებს. უკრაინის გამარჯვებას მშვიდობის დამყარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მტერი ირანული რაკეტებით ბომბავს უკრაინას. აუცილებლად დადგება ის დღე როდესაც უკრაინის მიმართულებით ნასროლ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ჩამოვაგდებთ, ეს გარდაუვალია - ჩვენი არმია წარმატებით იბრძვის. მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით. ჩვენი არმია ბახმუტის მიმართულებით წარმატებით მოქმედებს და პოზიციებს ამაგრებს. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიებს". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics