|
2022-10-14 12:45:07, 1055 ნახვა
მსოფლიო
კომიტეტი ტრამპის წინააღმდეგ - აშშ-ს ექსპრეზიდენტი კაპიტოლიუმის საქმეზე ჩვენების მისაცემად გამოიძახეს
აშშ-ის კონგრესი დონალდ ტრამპს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ჩვენების მისაცემად იძახებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იმ კომიტეტმა მიიღო, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის საქმეს იძიებს. „რატომ არ მთხოვა არჩეულმა კომიტეტმა თვეების წინ ჩვენების მიცემა? რატომ დაელოდნენ ისინი ბოლო შეხვედრის ბოლომდე, ბოლო მომენტებს? იმიტომ, რომ კომიტეტი არის ტოტალური „ბიუსტი“, რომელიც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაყოფას ემსახურებოდა, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ცუდად მუშაობს - სასაცილო ამბავია მთელ მსოფლიოში?”, - წერს ტრამპი twitter-ზე აღსანიშნავია ასევე, რომ ტრამპის გამოძახების გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის ცხრა წევრმა მიიღო. ამასთან ჯერჯერობით უცნობი რჩება დათანხმდება თუ არა ტრამპი კონგრესში ჩვენების მიცემას. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)