|
2022-10-12 17:42:34, 891 ნახვა
მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება - დემონსტრაციებს სულ მცირე 201 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 23 ბავშვი
ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე 201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი ემსხვერპლა. ირანის ადამიანის უფლებათა უფლებადამცველებმა ბოლო დღეების განმავლობაში ქურთისტანში სადაც საპროტესტო აქციები და სისხლიანი დარბევა მოხდა, ხუთი გარდაცვალების დადასტურება მოახერხეს. მომიტინგეები მოკლეს 18 პროვინციაში, მათ შორის ყველაზე მეტი სისტანში და ბელუჯისტანში, მაზანდარანში, გილანში, ქურთისტანში და დასავლეთ აზერბაიჯანში. ყველაზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა 21, 22 და 30 სექტემბერს.
ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულმა ფაქტმა, გამოიწვია დემონსტრაციები მრავალ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში. პოლიციის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალი ავად გახდა, როდესაც ის სხვა ქალებთან ერთად ელოდებოდა პოლიციას. მაგრამ ამინის მამამ არაერთხელ თქვა, რომ მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა და დასძინა, რომ მას ფეხის სისხლჩაქცევები ჰქონდა. თეთრი სახლის სპიკერის თქმით, „მაჰსა ამინისთვის სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული იქნა იმის გამო, რომ ის ატარებდა "არაშესაფერისს" ჰიჯაბს, რაც არის ადამიანის უფლებების შემზარავი და საშინელი შეურაცხყოფა“. საპროტესტო გამოსვლები ყველაზე ინტენსიური იყო ქურთისტანის რეგიონში, სადაც ხელისუფლებამ ჩაახშო 8-დან 10 მილიონამდე ქურთი უმცირესობის საპროტესტო აქციები. ჰენგავმა განაცხადა, რომ ორშაბათს 75 ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)