00:25 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 13:26:15, 1216 ნახვა

მსოფლიო
ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა

ახალმა ზელანდიამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. "ბიბისის" რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, სანქციების სიას დაემატა 75 პირი, მათ შორის 51 მოქალაქე და 24 მაღალჩინოსანი, რომლებიც უკრაინის რეგიონების ანექსიასთან არიან დაკავშირებული. შეზღუდვები ასევე შეეხო ორ კომპანიას. 

ახალი ზელანდიის მიერ სანქცირებულთა სიაში შედიან: "გაზპრომბანკის" გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, "ლუკოილის" ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, "ვნეშეკონომბანკის" თავმჯდომარე სერგეი გორკოვი, "როსობორონექსპორტის" აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და სხვები.

ახალი ზელანდიის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აპრილში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთიდან იმპორტი 75%-ით შემცირდა. 

„აპრილში ჩვენი ზომების შემოღების შემდეგ, რუსეთსა და ახალ ზელანდიას შორის ვაჭრობა უკვე საგრძნობლად შემცირდა - იმპორტი შემცირდა 75%-ით. დღევანდელი დამატებითი შეზღუდვები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს გზავნილს რუსეთის მიმართ, რომ ჩვენ არ დავაფინანსებთ და არ დავუჭერთ მხარს რუსეთის სამხედრო მანქანას", - განაცხადა ახალი ზელანდიის ვაჭრობის მინისტრმა, დემიენ ოკონორმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics