00:24 - 29 May, 2026
|
2022-10-11 11:19:46, 1174 ნახვა
მსოფლიო
მედია - რუსეთში მოხალისე სპორტსმენების რაზმების შექმნა იგეგმება
უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთში პროფესიონალი სპორტსმენებისგან შემდგარი მოხალისეთა რაზმების შექმნა იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას РИА Новости Спорт ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვა მოსკოვში 10 ოქტომბერს გაიმართა. ამ დროისთვის სამობილიზაციო პროცესში, ძირითადად, რეგიონული სპორტული ფედერაციების ჩართვა იგეგმება. "თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება და მოხალისეების საკმარისი რაოდენობა შეგროვდება, არ არის გამორიცხული, პროცესში მოსკოვის ფედერაციებიც ჩაერთოს", - წერს მედია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)