10:09 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 10:34:30, 1684 ნახვა

ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის უფროს ალექსანდრე სტარუხსა და საქალაქო საბჭოს მდივან ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტარუხის განცხადებით, მოწინააღმდეგის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.

ანატოლი კურტევი ამბობს, რომ დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულება, და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა ზაპოროჟიე 9 ოქტომბერსაც დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია წერდა, სარაკეტო თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა 89 კი, დაშავდა. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებში, რუსეთის შეჭრის დღიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ოკუპანტებმა კიევი, ხმელნიცკი, ჟიტომირი, ტერნოპილი, ლვოვი, კრემენჩუგი, კრივი რიჰი, ხარკოვი, კონოტოპი, ოდესა და დნიპრო დაბომბეს. 

მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკვე 19 ადამიანი დაიღუპა, 105 კი დაშავდა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის,  ვალერი ზალუჟნის თქმით, რუსულმა ჯარებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს. მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics