00:25 - 29 May, 2026
|
2022-10-11 10:14:29, 1017 ნახვა
მსოფლიო
ვენესუელაში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 56 კი დაკარგულად ითვლება
ვენესუელას ქალაქ ლას ტეხერიასში მეწყერს 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 56 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ორი მცირეწლოვანია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები, რომელშიც 1 000-მდე მაშველი მონაწილეობს. პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ტრაგიკული შემთხვევის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ის, ვისი გადარჩენაც შეგვიძლია და ვუსამძიმრებთ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა. კოკისპირული წვიმის გამო, მდინარე ელ პატო დედაქალაქ კარაკასიდან, სამხრეთ-დასავლეთით 50 კილომეტრში ნაპირებიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, ნიაღვარმა ხეები, მანქანები და საცხოვრებელი სახლები წაიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)