|
2022-10-10 19:53:58, 1678 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა წყვეტს ელექტროენერგიის ექსპორტს ევროკავშირში და ზღუდავს მოხმარებას ქვეყანაში
სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინამ შეასრულა თავისი ვალდებულებები პარტნიორების წინაშე, რითაც დაეხმარა რუსული გაზის ჩანაცვლებას და ევროპის ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას. მაგრამ დღევანდელი სარაკეტო შეტევები, თბო და ელექტრო ქვესადგურებზე დარტყმა, აიძულებს უკრაინას შეწყვიტოს ექსპორტი საკუთარი ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს. ამასთან კომპანია Ukrenergo-მ გადაწყვიტა შეზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება ზოგიერთ სამრეწველო საწარმოსა და მოქალაქეებისთვის კიევში და კიევის რეგიონში, „ენერგეტიკული სისტემის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, იუწყება DTEK Kyiv Grids. „ქვეყნის ენერგოსისტემის დაბალანსების მიზნით, გათიშვის ხანგრძლივობა სავარაუდოდ დაახლოებით ორი საათი იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში. მათ აღნიშნეს, რომ ელექტროენერგიით სრულად იქნება უზრუნველყოფილი საავადმყოფოები, მეტრო, სასწრაფო დახმარება და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. მანამდე კიევში და რეგიონში, რუსული დაბომბვის შემდეგ, მათ დაიწყეს გადაუდებელი გამორთვის გრაფიკის გამოყენება, ანუ „გათავებული ჩაქრობა“, - თქვა კიევის ხელმძღვანელმა ვიტალი კლიჩკომ. 10 ოქტომბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს ათეულობით რაკეტა ესროლა. კერძოდ კიევისა და რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ცეცხლი გაუხსნეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინელებს, 10 ოქტომბრის საღამოს, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე, შეზღუდონ ელექტროენერგიის გამოყენება. ”მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება… ეს შეამსუბუქებს ტვირთს ჩვენს ენერგოსისტემაზე და შეამცირებს საგანგებო გამორთვის საჭიროებას”, - თქვა ზელენსკიმ. მანამდე ასეთი მოწოდება უკრაინის პრეზიდენტის ოფისშიც გაკეთდა და „უკრენერგო“ კიევში უშუალოდ მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდა. "ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული საღამო უკრაინის ენერგეტიკის სექტორისთვის", - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, უკრაინის ზოგიერთ რაიონში დროებით არ არის ელექტროენერგია, რიგ სხვაში კი „მოძრავი გამორთვა“ არის შემოღებული.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)