11:31 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-08 10:43:27, 1601 ნახვა

ომი უკრაინაში
სტეფანჩუკი - რუსეთის მიერ მთელ მსოფლიოში მოპარული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს, ყირიმი უკრაინაა, კურილი იაპონია

ყირიმი უკრაინაა, კურილი იაპონია. - ამის შესახებ უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ მთელ მსოფლიოში მოპარული ტერიტორიები უნდა დაბრუნდეს.

„დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამშრომლობაზე ისაუბრა.

1945 წლის აგვისტოდან სექტემბრამდე საბჭოთა კავშირმა იაპონის ჩრდილოეთი ტერიტორიები უკანონოდ დაიკავა. რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, ვალდებული იყო, დაებრუნებინა ისინი, თუმცა მან ეს არ გააკეთა

ამიტომ, უკრაინის პარლამენტი მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, საერთაშორისო თანამშრომლობას და მოუწოდებს გააგრძელონ ყველა შესაძლო ზომა იაპონიის ჩრდილოეთ ტერიტორიების სტატუსის კონტრაქტისა და ლეგალიზაციისთვის. 

დიდება უკრაინას! დიდება იაპონიას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უკრაინის რადა კურილის კუნძულებს იაპონიის ტერიტორიად აღიარებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics